ახალი ამბები

აფხაზეთში, სამხედრო საწყობში აფეთქება მოხდა

2 აგვისტო, 2017 • 2291
აფხაზეთში, სამხედრო საწყობში აფეთქება მოხდა

ბიბისის რუსული საინფორმაციო სამსახურის ცნობით, აფხაზეთის ზღვისპირა სოფელში მდებარე სამხედრო საწყობში საბრძოლო მასალა აფეთქდა. ამჟამად ახლო მდებარე სოფლის მოსახლეობის ევაკუირება მიმდინარეობს.

აფეთქების შედეგად 25 ადამიანი დაშავდა. მათ შორი-ს რუსი ტურისტები. აფხაზეთში რუსეთის საელჩოს ცნობით, დაშავებულია რუსეთის 20 მოქალაქე.

ბიბისის ცნობით, საგანგებო სიტუაციების სამსახურმა მათ რამდენიმე ხნით ადრე განუცხადა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტორს სამხედრო საწყობში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე, 3 სახანძრო ბრიგადა გამოიძახეს. ხანძრის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

_97165426_

მასალების გადაბეჭდვის წესი