ახალი ამბები

NDI: ივანიშვილის რეიტინგი შემცირდა, უსუფაშვილის გაიზარდა

22 აპრილი, 2013 • 1385
NDI: ივანიშვილის რეიტინგი შემცირდა, უსუფაშვილის გაიზარდა

გასული წლის ნოემბერში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი მოსწონდა გამოკითხულთა 80%-ს, ხოლო დავით უსუფაშვილი 63%-ს.

 

წინა კვლევის მსგავსად, ამჯერადაც ყველაზე მეტად საქართველოში ისევ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოსწონთ (92%).

 

უსუფაშვილს რეიტინგით მოსდევენ: თინა ხიდაშელი, ეკა ბესელია და ზვიად ძიძიგური.

 

NDI-ს გამოკითხვით, შემცირებულია “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერთა რეიტინგი: მაგალითად, ვანო მერაბიშვილი მოსწონს გამოკითხულთა 26%-ს, მიხეილ სააკაშვილი და გიგი უგულავა – 25%-25%-ს. უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას რეიტინგი კი მხოლოდ 8%-ია.

 

“ნაციონალებიდან” ყველაზე მეტი მოწონებით დავით ბაქრაძე სარგებლობს (48%).

 

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გამოკითხულთა მხოლოდ 18%-ს მოსწონს, ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი კი – 7%-ს.

 

NDI-ს კიდევ ერთი კითხვა იყო – როგორ შეაფასებთ ამა თუ იმ პირის საქმიანობას?

 

პატრიარქის საქმიანობას გამოკითხულთა 73% აფასებს ძალიან კარგად, ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში – 28% და უსუფაშვილის შემთხვევაში- მხოლოდ 6%.

 

კვლევა მიმდინარე წლის 13-დან 27 მარტის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს სახით 3,103 რესპონდენტის გამოიკითხა წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/-
2.5 %.

 

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).

მასალების გადაბეჭდვის წესი