ახალი ამბები

მაია ფანჯიკიძე ჯონ კერის პირველად შეხვდება

22 აპრილი, 2013 • • 1050
მაია ფანჯიკიძე ჯონ კერის პირველად შეხვდება

ბრიუსელში გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ISAF-ის პროგრამაში მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. რაც შეეხება ჯონ კერისთან მაია ფანჯიკიძის შეხვედრას, საუაბრი შეეხება ევრო–ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე განხორციელებულ რეფორმებს.

 

გარდა ამისა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება ევროკავშირის კომისარს ვაჭრობის საკითხებში კარლ დეგუხტსა და ასევე შტეფან ფულეს. მაია ფანჯიკიძის ბრიუსელში ვიზიტზე ინფორმაცია ჟურნალისტებს მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანმა მიაწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი