“გვქონდა გამოძახება ვაჟა–ფშაველას გამზირზე, სადაც დაყაჩაღების მიზნით პაციენტი ალოიანი იყო დაჭრილი ცეცხლსასროლი ჭრილობით მარცხენა წვივის მიდამოში. პაციენტს ადგილზე გაეწია დახმარება, გადაწყვანილი იქნა ემერჯენსის კლინიკაში სტაბილურ მდგომარეობაში” – განაცხადა სასწრაფო დახმარების თანამშრომელმა.
თვითმხილველების განცხადებით, რამაზ ალოიანი არ იყო ვაჟა–ფშაველას # 20 ნომერში მცხოვრები:
“ჩოჩქოლის ხმა შემომესმა, ხმაური, არც გამიხედავს, არც დავინტერესებულვარ, მეზობელია გარდაცვლილი, ჩავთვალე, რომ სამძიმარზე… უამრავი ხალხი მოდიოდა მთელი დღე და ჩოჩქოლზე რატომ უნდა მიმექცია ყურადღება. შემდეგ უკვე გადავიხედე აივნიდან, უამრავი პოლიციელი იყო, ესაუბრებოდნენ ერთმანეთს და ეუბნებოდნენ, რომ დაჭრილი ბალზამირების გასაკეთებლად მოდიოდა, ჩანთა ეჭირა ხელში, ლიფტთან მოხდა თუ სად მოხდა, არ ვიცი ზუსტად. რაც პოლიციელებისგან გავიგე, იმას გეუბნებით” – განაცხადა ვაჟა–ფშაველას გამზირზე მცხოვრებმა ნაზი შევარდნაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.