ახალი ამბები

სტუდენტობის 42 000 მსურველისთვის მისაღები კონტინგენტი 39 566 ადგილია

21 აპრილი, 2013 • • 1014
სტუდენტობის 42 000 მსურველისთვის მისაღები კონტინგენტი 39 566 ადგილია

“რაოდენობა აბიტურიენტებისა უპრეცენდენტოა, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, მსგავსი ამ 9 წლის განმავლობაში არ ყოფილა, 42 000 აბიტურიენტი გვყავს, მაშინ, როცა 35 000-ს, როგორც წესი, არ სცდებოდა აბიტურიენტების რაოდენობა”– აღნიშნა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა. 

 

გამოცდები ეროვნული ცენტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მაია გაბუნიამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ მისაღები კონტიგენტი 39 566 ადგილით განისაზვრა ბაკალავრიატზე.

 

“2 500 ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე. ცხადია, ადგილების ეს რაოდენობა, მიუხედავად აბიტურიენტების რაოდენობისა, სრულად ვერ შეივსება”.– განაცხადა გაბუნიამ. 

 

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია გუშინ,  20 აპრილს, 18:00 საათზე  დასრულდა. 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი