ახალი ამბები

უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაცია სოციალური რეკლამების შეჩერების თაობაზე

20 აპრილი, 2013 • • 1069
უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაცია სოციალური რეკლამების შეჩერების თაობაზე

18 აპრილს უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ გამოსცა რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლისა და რამდენიმე კერძო ტელევიზიის ეთერში სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსებული ვიდეორგოლის შეჩერებას შეეხება.

 

უწყებათაშორისი კომისია მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობის ვიდეორგოლები შეღავათიანი აგროსესხის შესახებ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კლიპი 2013-2014 სასწავლო წლებში მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უფასოდ უზრუნველყოფის შესახებ მთავრობის განხორციელებული და მომავალში განსახორციელებელი პროექტების პოპულარაზაციას ისახავს მიზნად. კომისია მიიჩნევს, რომ კლიპები საარჩევნო აგიტაციად შეიძლება იყოს აღქმული და ხელისუფლებას მოუწოდებს, შეაჩეროს მედიაში მსგავსი ვიდეოების განთავსება.

 

უწყებათა კომისის სამდივნო ავრცელებს იუსტიციის სამინისტროს პოზიციასაც. სამინისტროს აზრით, აღნიშნული სოციალური რეკლამების შეჩერება უნდა მოხდეს მხოლოდ მოცემულ საპარლამენტო შუალედურ არჩევნებზე. სამინისტროს აზრით, აღნიშნული რეკლამის შეჩერების ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს, თუმცა ისინი მოცემულ შუალედურ არჩევნების შემთხევაში იზიარებენ კომისიის სამდივნოს პოზიციას.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი