ახალი ამბები

მთავრობის კანცელარიაში უწყებათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს

20 აპრილი, 2013 • • 1062
მთავრობის კანცელარიაში უწყებათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს

უწყებათაშორისი კომისიის წევრ თამარ კინწურაშვილის განცხადებით, კომისიას მომზადებული აქვს ორი რეკომენდაციის პროექტი შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით:

 

“ერთი შეეხება სოციალური სტატუსით იმ სამთავრობო რეკლამებს, რომლებიც ქმნის მთავრობის საქმიანობის პოპულარიზაციის და საარჩევნო რეკლამად აღქმის საფრთხეს. აქედან გამომდინარე რეკომენდაციის პროექტი ითვალისწინებს სოციალური რეკლამის შეჩერებას წინასაარჩევნო პერიოდში. მეორე რეკომენდაცია სამტრედიის რაიონში “ქართული ოცნების” აქტივისტების მიერ სოფლის მეურნეობის პროგრამის განაწილების პროცესში ჩართვას ეხება”– განაცხადა თამარ კინწურაშვილმა. 

 

სხდომას ესწრება საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი მიხეილ მაჭავარიანი, რომლის განცხადებითაც კომისიას გაეგზავნა წერილი:

 

” ეს ეხებდა სოფლის მეურნეობის პროგრამების მუშაობას, რომელსაც ფონდი ქართუ აფინანსებს. პროგრამის წარმოების დროს უშუალოდ კანდიდატი მონაწილეობდა ამ პროცესში ეს ეხებოდა სამტრედიას. ეს პირდაპირი დაარღვევაა კანონის, რადგან “ქართული ოცნების” კანდიდატი და პროგრამა, რომელსაც აფინანსებს ფონდი “ქართუ”, ის ესწრებოდა და როგორც ორგანიზატორმა წარადგინა თავი, ასევე სამტრედიის რაიონში ხონის და სამტრედიის დაცვის პოლიციის უფროსი ესწრებოდა კანდიდატის წარდგენას. მეორე საკითხი უკავშირდება მდივნების არჩევას. ნაძალადევის რაიონში არც ერთი მდივანი არ აირჩიეს ოპოზიციიდან”– განაცხადა მაჭავარიანმა. 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წარმოამდგენლის ირინა იმერლიშვილის განცხადებით, ნაძალადევის რაიონიდან ოლქის თავმჯდომარე გათავისუფლებულია:

 

“რაც შეეხება ნაძალადევის რაიონს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ვინც იყო ოლქის თავმჯდომარე, გათავისუფლებულია ცენტრალური საარჩევნო კომისის მიერ. ეს არ იყო ჩვენი ხელისუფლების პირობებში დანიშნული ადამიანი, რომელმაც, როგორც ჩანს, რაღაც დარღვევებით მოახდინა არჩევნების ჩატარება უბნებზე და ამიტომ იქნა გადაყენებული. რაც შეეხება სამტრედიის ნაწილს, ვიმსჯელებთ კომისიაზე”– განაცხადა მან. 

 

შუალედური არჩევნები მიმდინარე წლის 27 აპრილს ჩატარდება.

 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა ამჟამინდელი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, სამტრედიის – ამჟამინდელი ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და ნაძალადევის – ამჟამინდელი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. იმის გამო, რომ ისინი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადავიდნენ, დაინიშნა აღნიშნულ ოლქებში შუალედრური არჩევნები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი