ახალი ამბები

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეგისტრაცია დღეს სრულდება

20 აპრილი, 2013 • • 1240
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეგისტრაცია დღეს სრულდება

“აბიტურიენტები, რომლებიც 20 აპრილის 18 საათამდე არ დარეგისტრირდებიან, ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. დღეს ასევე სრულდება რეგისტრაცია სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის”.– ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მათივე ცნობით, გამოცდების ეროვნული ცენტრი დღეს ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. რეგისტრაციის სისტემა გამართულია და  სრული დატვირთვით მუშაობენ ცხელი ხაზის ოპერატორები.

 

იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა, დარეგისტრირების მსურველლები  ცხელ ხაზის ნომერზე ( 2 47 33 33) უნდა დაუკავშირდნენ ცენტრს. ასევე შესაძლებელია  onlineregistration@naec.ge-ზე პრობლემის შესახებ ინფორმაციის გაგზავნა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი