ახალი ამბები

ხიდაშელი: ხალხის მასხრად აგდების სტილში იყო 19 აპრილი წარმართული

20 აპრილი, 2013 • • 993
ხიდაშელი:  ხალხის მასხრად აგდების სტილში იყო 19 აპრილი  წარმართული

“ჩემდა სამწუხაროდ, შეუძლებელია დაიჯერო ის, რასაც ისინი საუბრობენ, რომ განახლებული ძალით ახალი “ნაციონალური მოძრაობა” წარსდგება საზოგადოების წინაშე, ოღონდ ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით. ეს უკვე ორი ერთმანეთთან იმდენად არათავსებადი ცნებაა: სიახლე და ვანო მერაბიშვილი, ვანო მერაბიშვილი რუსთაველის გამზირზე,  იქ, სადაც სასაკლაო მოუწყო ქართველებს, როდესაც დემოკრატიაზე გველაპარაკებოდა,  ზუსტად ” ნაციონალური მოძრაობის” სტილში, ცინიზმის, ხალხის მასხრად აგდების სტილში იყო მთელი დღე წარმართული”– განაცხადა ხიდაშელმა. 

 

შეგახსენებთ, რომ 19 აპრილის აქციაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა  “ახალი ეროვნული მოძრაობის” დაწყება გამოაცხადეს. “ახალი ეროვნული მოძრაობის” მიზნებზე ვრცლად ისაუბრა “ნაციონალების” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

 

ვაშაძის თქმით, ახალი ეროვნული მოძრაობა – ეს არის სამ მნიშვნელოვან პრინციპზე დაფუძნებული მოძრაობა: 1. ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თავისუფლება; 2. პიროვნულ-ეკონომიკური თავისუფლება და განვითარება და 3. ქვეყნის მოდერნიზაცია, გლობალურ სამყაროში ჩვენი ქვეყნის ფუნქციის ახლებური გააზრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი