ახალი ამბები

ღარიბაშვილი: დათა ახალაია ასრულებდა მერაბიშვილის ძალიან ბევრ დავალებას

20 აპრილი, 2013 • • 1244
ღარიბაშვილი: დათა ახალაია ასრულებდა მერაბიშვილის ძალიან ბევრ დავალებას

ირაკლი ღარიბაშვილმა დათა ახალაიასა და მის მიერ გავრცელებულ სკანდალურ წერილთან დაკავშირებით 19 აპრილს, ”იმედის” ”ღია

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

ეთერში” სტუმრობისას განაცხადა.

 

”დათა ახალაია არის ძალიან მნიშვნელოვანი ფუქნციის მატარებელი. ის წლების განამვლობაში იკავებდა ძალიან მაღალ თანამდებობას, იყო კუდ-ის უფროსი ვანო მერაბიშვილის დროს. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ვანო მერაბიშვილი ძალიან ბევრ დავალებას აძლევდა დათა ახალაიას და ის ასრულებდა მერაბიშვილის ძალიან ბევრ დავალებას. შესაბამისად, მისი განცხადება ჩვენთვის არის საინტერესო და თუ დათა ახალაია, სოსო თოფურიძე ან სხვა ვინმე დაინტერესებულია ითანამშრომლოს გამოძიებასთან, გამოძიებას მიაწოდოს საინტერესო, ობიექტური ინფორმაცია, ბუნებრივია, ჩვენ ამას მივესალმებით. ჩვენ ვართ დაინტერესებული, მივიღოთ არა მხოლოდ დათა ახალაისგან, არამედ სხვა პირებისგან ობიექტური ინფორმაცია”, – განაცხადა შს მინსიტრმა.

 

ვახო სანაიამ მინისტრს ჰკითხა, იცოდა თუ არა მან დათა ახალაიას, სოსო თოფურიძისა და მეგის ქარდავას ადგილსამყოფელი, რაზედაც ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ”ეს არ არის საინტერესო”: ”გავრცელდა გარკვეული ხმები, რომ ის საქართველოში აპირებდა შემოსვლას, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს არ დადასტურდა. ჩემთვის არ არის ცნობილი მისი ზუსტი ადგილსამყოფელი. ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებითა და ინტერესით ვადევნებთ თვალყურს მის განცხადებასა და მის შემდგომ ნაბიჯებს”.

 

გადაცემის წამყვანი ასევე დაინტერესდა, ხელისუფლებასთან თანამშრომლობა შეუმსუბუქებს თუ არა ბრალს თოფურიძეს, ახალაიასა და ქარდავას, ან ამის გარეშე ისინი რატომ უნდა წამოვიდნენ თანამშრომლობაზე?

 

”მე გავეცანი მის[დათა ახალაიას] განცხადებას. მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ ადმაიანს აქვს რეალური სურვილი, რომ თქვას სიმართლე, უთხრას სიმართლე ქართულ მოსახლეობას, უთხრას სიმართლე გამოძიებას, მე მეტის თქმა ამ ეტაპზე არ შემიძლია”, – უპასუხა ღარიბაშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი