ახალი ამბები

ASSOCIATED PRESS: აქციაზე პროდასავლური პრეზიდენტის 10 ათასამდე მხარდამჭერი შეიკრიბა

19 აპრილი, 2013 • 991
ASSOCIATED PRESS: აქციაზე პროდასავლური პრეზიდენტის 10 ათასამდე მხარდამჭერი შეიკრიბა

“ოქტომრის საპრეზიდენტო არჩვევნებისათვის ძალების მოსასინჯად გამართულ მასობრივ მიტინზე საბრძოლო მზაობაში მყოფი პრო–=დასავლური პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად დაახლოებით 10, 000 ადამიანი შეიკრიბა,” – წერს “ესოშიეთედ პრესი”.

სააგენტოს ცნობით, “სააკაშვილის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების ბლოკის წინააღმდეგ დამარცხდა, რომელსაც სათავეში ახლანდელი პრემიერმინისტრი, რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი მილიარდერი, ბიძინა ივანიშვილი ედგა.”

“საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სააკაშვილი თავდაცვის რეჟიმშია, ზოგიერთ მის გავლენიან მხარდამჭერს კი სამსახურეობრივი მოვალეობის გადაჭარბების ბრალი წაუყენეს.

პარასკევის მიტინგამდე ივანიშილის პარტიამ პრეზიდენტს ახალი ბრალდებები წაუყენა, რომელთა თანახმადაც სააკაშვილს საზღვარგარეთ ვიზიტების დროს სამთავრობო თანხების არამიზნობრივი ხარჯვაში ადანაშაულებენ”, – იუწყება “ასოშიეთედ პრესი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი