ახალი ამბები

მერაბიშვილმა აქცია პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის დროს დატოვა

19 აპრილი, 2013 • 1099
მერაბიშვილმა აქცია პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის დროს დატოვა

ნაციონალური მოძრაობის გენერლურმა მდივანმა 19 აპრილს რუსთაველის გამზირზე აქცია მაშინ დატოვა, როცა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოდიოდა.


მერაბიშვილმა მიტინგის მონაწილეებს პრეზიდენტის გამოსვლამდე მიმართა, წასვლისას კი კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა.

 

მისი თქმით,  დღევანდელ აქვიაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ევროპულის მომავლის გარდა სხვა არ შეიძლება ჰქონდეს. მერაბიშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელი აქციის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ხელისუფლების ხრიკები, დაშინება, შანტაჟი და ა.შ. არ ამართლებს, ამიტომ იგი ხელისუფლებას მოუწოდებს, სწორი აქცენტები დასვას და ორიენტირი ჯანდაცვის, ეკონომიკისა და დასაქმების საკითხებზე გააკეთოს.


მერაბიშვილის თქმით, დღეს საქართველოს ნანა კაკაბაძე მართავს და სანამ ეს ასე იქნება, ქვეყანაში კეთილდღეობა ვერ დაისადგურებს.


ვანო მერაბიშვილი 19 აპრილის აქციას ორი თვის განმავლობაში აანონსებდა. იგი აქციაზე მივიდა და მის დასრულებამდე დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი