შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაციით, 31 ივლისს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტის, მაიკლ პენსის ვიზიტთან დაკავშირებით, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი თბილისის ქუჩებში გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს.
[checklist]
- 31 ივლისის 10:00 საათიდან 1 აგვისტოს 17:00 საათამდე ავტომანქანებით გადაადგილება აიკრძალება ჭანტურიას ქუჩაზე.
- 31 ივლისს 20:00 საათიდან 1 აგვისტოს 16:00 საათამდე დაიკეტება რუსთაველის გამზირი.
- 31 ივლისის 19:00 საათიდან 22:00 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება კოჯრის გზატკეცილზე, კოჯრიდან თბილისის მიმართულებით. ავტომანქანები იმოძრავებენ შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელი ახალი გზით.
[/checklist]