ახალი ამბებიტექნოლოგიები

მანქანა, რომელიც გასაღებით არ იქოქება – ტესლას ახალი და შედარებით იაფი მოდელი

29 ივლისი, 2017 • 6486
მანქანა, რომელიც გასაღებით არ იქოქება – ტესლას ახალი და შედარებით იაფი მოდელი

ელონ მასკმა ტესლას ახალ მოდელ 3–ზე თითქმის ყველა შეკითხვას უპასუხა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ელექტრომობილი გასაღებით არ დაიქოქება, შესაბამისად, მოდელი 3 გასაღების გარეშე იქნება.

ახალი მოდელის დასაქოქად მძღოლს მანქანასთან ფიზიკური შეხება არ დასჭირდება, ამისთვის საკმარისია სმარტფონი, რომელიც ბლუთუზ სიგნალით გახსნის მანქანის კარს, როდესაც თქვენ მანქანის სიახლოვეს მიხვალთ, ხოლო როდესაც მანქანაში ჩაჯდებით, ამავე ბლუთუზ სიგნალით შეძლებთ მის დაქოქვას.

ცხადია, ახალ მოდელში გათვალისწინებულია ის შემთხვევაც, რომ სმარტფონი შეიძლება დაგიჯდეთ. ალტერნატიული გზა მანქანის კარის გასაღებად და დასაქოქად სპეციალური NFC მოწყობილობის ბარათია, რომელსაც გარედან მიადებთ მანქანის კარს, რომ გაიხსნას, და კიდევ ერთხელ მანქანის შიგნიდან, რომ დაიქოქოს.

ტესლას ელექტრომობილი მოდელი 3

ტესლას ელექტრომობილი მოდელი 3

ახალი მანქანის ფასი 35 ათასი აშშ დოლარი იქნება. მაშინ, როცა ტესლას სხვა მოდელები 100 ათას დოლარამდე ღირს. მანქანა 2018 წლის ბოლოდან გაიყიდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი