ახალი ამბები

გირჩი აცხდებს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ყალბ ხელმოწერებს გამოიყენებენ

28 ივლისი, 2017 • 3502
გირჩი აცხდებს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ყალბ ხელმოწერებს გამოიყენებენ

გირჩი აპირებს, რომ არჩევნებში მონაწილეობისთვის საჭირო  ხელმოწერა გააყალბოს და ცესკოში შეიტანოს – ამის შესახებ გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე 28 ივლისს ფეისბუკით გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს.

ჯაფარიძის თქმთვე, მათ გააკეთეს ის, რასაც სხვა პარტიები არ აკეთებენ – დაიწყეს რეალური ხელმოწერების შეგროვება და ამ გზით დაახლოებით 7 ათასი ხელმოწერა მოაგროვეს. თუმცა, მისივე თქმით, ვინაიდან ეს რაოდენობა საკმარისი არ არის და სამ დღეში დარჩენილი ხელმოწერების შეგროვებაც ვერ მოესწრება, ამიტომ 27 ათასი ხელმოწერის გაყალბებას აპირებენ.

“ვაპირებთ, ღიად და საჯაროდ დავამზადოთ 27 ათასი ყალბი ხელმოწერა. ანუ გავაკეთოთ ის, რასაც წლების განმავლობაში სხვები აკეთებდნენ, ოღონდ აკეთებდნენ ჩუმად, ჩვენ ამას გავაკეთებთ ღიად და საჯაროდ, რომ თქვენთვის, ამ ქვეყნის მოსახლობისთვის გასაგები და თვალსაჩინო იყოს, რა მარაზმი და იდიოტობა არის ზოგადად ეს საარჩევნო პროცესი. ამ ხელმოწერების დამზადებას დავიწყებთ ხვალიდან.

ჩვენ არ გამოვიყენებთ არც ერთ იმ რეალურ ხელმოწერას, რომელიც შევაგროვეთ, იმ 7 ათას ხელმოწერას, იმიტომ, რომ არ ვაკადრებთ ამ ადამიანებს, მათი ხელმოწერები გამოყენებული იყოს ამ სიცრუეში, რომელსაც ჩვენ დავდგამთ. შეგროვებულ 27 ათას ხელმოწერას, ამ მაკულატურას, რომელსაც კანონი გვავალდებულებს, წავიღებთ და ოფიციალურად ჩავაბარებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ცესკო კანონოთ ვალდებულია, დაიწყოს ის სტანდარტული ადმინისტრაციული პროცედურა, რომელსაც ის აკეთებს სხვა პარტიებთან მიმართებაში და ჩვენ მოვითხოვთ, მათ კანონის სრული დაცვით გაიარონ ყველა ეს პროცედურა,”- ამბობს ჯაფარიძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი