ახალი ამბები

თამარ კინწურაშვილი: სამართალდამცავებმა უნდა გამოიძიონ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებზე ზოწოლის ფაქტები

18 აპრილი, 2013 • • 2120
თამარ კინწურაშვილი: სამართალდამცავებმა უნდა გამოიძიონ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებზე ზოწოლის ფაქტები

მისი თქმით, უწყებათაშორის კომისიას “ნაციონალურმა მოძრაობამ” მიაწოდა ინფორმაცია, რომ  14 აპრილს მესტიის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე, გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ალექსანდრე ხერგიანი კარდაკარ დადიოდნენ და მოქალაქეებს ემუქრებოდნენ, არ წასულიყვნენ თბილისში 19 აპრილს დაგეგმილ ოპოზიციის აქციაზე. 

 

თამარ კინწურაშვილის განცხადებით, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ ფაქტებზე: “მოხდეს სამარათლებრივი რეაგირება. დროული იყოს გამოძიება, რადგან კონსტიტუციით გარანტირებული უფლება აზრის გამოხატვისა და შეკრებების თავისუფელბის უპირობო დაცვა და უზრუნველყოფა არის პირველ რიგში სახელმწიფო ინსტიტუტების ვალდებულება.” 

 

კინწურაშვილის განცხადებით, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე მოუწოდებს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, პროაქტიური ზომები გაატარონ იმისთვის, რომ აქცაში მონაწილეობის მსურველებს არ შეექმნათ პრობლემები: “კომისიის თავმჯდომარე მიესალმება შინაგან საქმეთა სამინისტროს მზაობას, ითანამშრომლოს ქალაქ თბილისის მერიასთან და “ნაციონალურ მოძრაობასთან”. უშუალოდ აქციის გამართვის მსვლელობის პროცესში მათ გამოყვეს საკონტაქტო პირები, რომლთა ვიანაობაც ჩვენ არასამთავრობო ორგაიზაციებსაც მივაწოდეთ, თუ ვინ დააკვირდება უშუალოდ აქციის მსვლელობას, მაგრამ იმისთვის, რომ მოხდეს პრევენცია, კომისიის თავმჯდომარე მოუწოდებს შინაგან საქმეთა მინისტრს და სამინისტროს სხვა მაღალი თანამდებობის პირებს, საჯაროდ გამოხატოს  და დააფიქსიროს თავისი მზაობა: რათა გამოხატვის და შეკრების თავისუფლება უზრუნველყფილი იყოს არა უშუალოდ აქციის მსვლელობისას, არამედ მაშინაც, როცა ადგილი აქვს დაშინებას, მუქარას და გარკვეულ ზეწოლას, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, რათა ამ უფლებების რეალიზაციას არ შეექმნას პრობლება.” 

 

კინწურაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ შეუერთდა ამ  განცხადებას და არც უწყებათაშორისი კომისის ის წევრები, ვინც აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენენ: “ისევე როგორც არ შეუერთდნენ რეკომენდაციას, რომელიც შეეხება პოლიციის მაღალი თანამდებობის პირების სამტრედიის პოლიციის უფროსის და ხონის პოლიციის უფროსის მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში.” 

 

კინწურაშვილის განცახდებით, უწყებათაშორისმა კომისიამ მიიღო ფოტოსურათები, სადაც ასახულია ამ პირთა მონაწილეობა საარჩევნო კამპანიის მსვლელობაში:”საარჩევნო კოდექსის 45–ე მუხლი გარკვეული თანამდებობის პირებს უკრძალავს საარჩევნო –სააგიტაციო შეხვედრებში მონაწილეობას. ეს არ ეხება პოლიტიკური თანამდებობის პირებს, მინისტრს, მინისტრის მოადგილეს და პარლამენტის წევრს. ჩვენ მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, შეისწავლოს ეს ფაქტი და რეაგირება მოახდინოს მასზე. ასევე მივმართეთ შს სამინისტროს, განუმარტოს თავის თანამშრომლებს კანონმდებლობით დადგენილი ეს შეზღუდვა.”      

მასალების გადაბეჭდვის წესი