ახალი ამბები

როგორ გავამწვანოთ აივანი ერთი ლარიდან [ვიდეო]

28 ივლისი, 2017 • 8799
როგორ გავამწვანოთ აივანი ერთი ლარიდან [ვიდეო]

თუ, გსურთ, აივნის ყვავილებით გამწვანება, ამისთვის დიდი ბიუჯეტი არაა საჭირო. აივნის გამწვანება 1 ლარიდან შეგიძლიათ დაიწყოთ.

აგროტექნიკოსი ნინო ხალხელაური გირჩევთ, რომ გაითვალისწინოთ თქვენი აივნის მდებარეობა: არის ის მზიანი თუ ჩრდილიანი, ხომ არ არის თქვენი აივანი, ამავე დროს, ქარიანიც.

ამ პირობების გათვალისწინებით, განსხვავებული იქნება ყვავილების მოვლა. ყველაზე პრობლემური, ნინო ხალხელაურის თქმით, ქარიანი აივანია, რადგან ქარი ფიტავს მიწას და საჭროა ხშირი მორწყვა, ქარმა შესაძლოა დააზიანოს მცენარე ან მის ყვავილობაზე გავლენა იქონიოს.

ყვავილების უმეტესობას მზიანი და ნათელი აივნები უყვარს, განსაკუთრებით კი, ერთწლიან მცენარეებს. მაგრამ თუ თქვენ ჩრდილიანი აივანი გაქვთ, მისთვისაც შეიძლება იპოვოთ შესაფერისი მცენარე.

ნინო ხალხელაურის თქმით, არ ვარგა ზედმეტი მორწყვა, თუმცა მიწა ნოტიო ყოველთვის უნდა იყოს. ასევე, არ უნდა დაგავიწყდეთ პერიოდულად მიწის განოყიერება.

ყვავილოვანი მცენარეების გარდა, შეგიძლია აივანზე ჯუჯა ხეხილის ხეები მოაშენოთ, ან მარწყვი, თუ ამისთვის საკმარისი ფართი გაქვთ. მცირეფართიანი აივნების ათვისებაში კედელზე დასაკიდი ან აივანზე გადასაკიდი სპეციალური ქოთნები დაგეხმარებათ.

რაც შეეხება ფასებს, ერთწლიანი მცენარეების ფასი 1 ლარიდან იწყება, მაგალითად, პეტუნია, რომელიც მარტიდან შემოდგომამდე ყვავილობს, 1 ლარი ღირს.

ერთწლოვანი დანდური, რომელსაც მრავალფერი ყვავილები აქვს 1.50 ლარად შეიძლება იყიდოთ.

მრავალწლიანი კალანხოეს ფასი კი დაახლოებით 16 ლარია. მოყვავილე კალანხოეს ხშირი და მრავალფერი ყვავილები აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი