ნიკოლოზ ხოფერიას განცხადებით, მისი კომპანია ტაქსების რადიოკონტროლს ახორციელებს, ხოლო ავტომობილები ამ სერვისის მომხმარებლების მფლობელობაშია: 

 

“ჩვენმა კომპანიამ ტაქსების რადიოკონტროლის სერვისი ბაზარზე 1991 წელს დანერგა. ტაქსის მძღოლებს ჩვენი კუთვნილი რაციები აქვთ დროებით მფლობელობაში და ისინი ახორციელებენ რადიოკონტროლს. ტაქსები ახორციელებენ გადაადგილებებს ფიქსირებული ტარიფის მიხედვით. ეს ტარიფი იყო ხელოვნურად გაზრდილი და როცა დავიწყეთ  “გაქცეული ტარიფების” კონტროლი, დამატებით ფულს შეჩვეულმა მძღოლებმა გამოხატეს თავისი უკმაყოფილება და გაღიზიანდნენ. მათ აქვთ გაფიცვის უფლება”.  

 

ხოფერიას განცახდებით, მძღოლები ფიქსირებული ტარიფების იგნორირებას ახდენდნენ: ” ცნობილია, რომ პლეხანოვიდან საბურთალოზე გადაადგილება ღირს 3 ლარი. თუ მძღოლი იღებს 5 ლარს, ეს იწვევს  უკმაყოფილებას. თუ განვახორციელებ ამის კონტროლს, ვინც არის შეჩვეული 5 ლარის გამორთმევას,  ის გამოხატავს პროტესტს.”  

 

ამ დროისათვის იპოდრომის ტეროტორიაზე კომპანიის სერვისიით მოსარგებლე მძღოლების 20 პროცენტია გაფიცული: “მე ახლაც ვხვდები მძღოლებს და ვარკვევთ სიტუაციას. იმედი მაქვს გაფიცვა დასრულდება. ვისაც კომპანიის წესები არ მოსწონს, მათ ხელშეკრულება შეუწყდებათ. ეს მუდმივი პროცესია. ტაქსების რაოდენობა ჩვენს კომპანიაში ხან იზრდება და ხან კლებულობს. ვისაც არ მოსწონს მიდის, ვისაც მოსწონს რჩება” – აცხადებს ნიკოლოზ ხოფერია.

 

კომპანიის მფლობელის განცხადებით, ინფორმაცია იმის სესახებ, თუ რამდენი ტაქსი სარგებლობს მათი რაციით და რა ღირს მომსახურეობა, კონფიდენციალურია.

  

ტაქსის გამოძახების სერვისის 200–200 და  14–14 –ის მძღოლები იპოდრომის ტერიტორიაზე დღეს გაიფიცნენ. ისინი კომპანიის ადმინისტრაციის მიერ ტარიფების შემცირებას აპროტესტებენ.  

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *