ქადაგიძის თქმით, მისი საარჩევნო შტაბის მიერ წარმოებულმა სოციოლოგიურმა გამოკითხვებმა აჩვენა თამარ კორძაიას მზარდი რეიტინგი, რამაც განაპირობა მისი გადაწყვეტილება, მოეხსნა საკუთარი კანდიდატურა:
“მე, როგორც რიგით ნაძალადეველს, არა მაქვს უფლება, არ მომეხსნა ჩემი კანდიდატურა… ჩვენი შტაბი ხშირად აკეთებდა კვლევებს და დადგინდა ქალბტონი თამარის რეიტინგი, რომ არის მზარდი და უალტერნატივო”, – განაცხადა ქადაგიძემ.
მისივე თქმით, მხოლოდ “ქართულ ოცნებას” შეუძლია “ნაციონალური მოძრაობის” დამარცხება.
შეგახსენებთ, რომ 27 აპრილს იმართება შუალედური საპარლამენტო არჩევნები საქართველოს სამ საარჩევნო ოლქში – ნაძალადევში, სამტრედიასა და ბაღდათში.
