ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალ ტრამპის განცხადებით, სამხედრო ექსპერტებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტრანსგენდერი ადამიანები ჯარში სამსახურს ვერ შეძლებენ. ამის შესახებ მან ტვიტერში დაწერა.
ტრამპი ამბობს, რომ ტრანსგენდერი ადამიანების ჯარში მსახურება იწვევს სამედიცინო ხარჯების ზრდას.
“არმია უნდა კონცენტრირდეს დამაჯერებელ და უთვალავ გამარჯვებაზე და არა სამედიცინო ხარჯებსა და სხვა დაბრკოლებებზე, რომლებსაც არმიას სამხედრო მოსამსახურე ტრანსგენდერები მოუტანენ,” – წერს პრეზიდენტი.
After consultation with my Generals and military experts, please be advised that the United States Government will not accept or allow……
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) July 26, 2017
ობამას ადმინისტრაციამ გასულ წელს მისცა ტრანსგენდერებს სამხედრო სამსახურის უფლება, თუმცა რესპუბლიკურმა პარტიამ კანონის ძალაში შესვლა გადადო.
2016 წლის მონაცემებით, 1.2 მლნ-დან 2450 მოქმედი ჯარისკაცი არის ტრანსგენდერი.