ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
აღნიშნული ინფორმაციის გასაგებად მგზავრმა გაჩერების უნიკალური ნომერი მოკლე ტექსტური შეტყობინებით უნდა გააგზავნოს 93344-ზე, მგზავრი დაუყოვნებლივ მიიღებს ამომწურავ ინფორმაციას, თუ რომელი ავტობუსი რამდენ წუთში მივა მის მიერ მითითებულ გაჩერებაზე.
“პროექტის ფარგლებში „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ ქალაქში არსებულ ავტობუსის გაჩერებებს ინდივიდუალური ნომრები მიანიჭა, რაც თითოეულ გაჩერებაზეა მითითებული. აღნიშნული ინფორმაციის მიღება ასევე თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე- www.tbilisi.gov.ge არის შესაძლებელი. აღნიშნული სიახლე თბილისის ვიცე-მერმა სევდია უგრეხელიძემ და ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა აკაკი ჯოხაძემ მოსახლეობას გააცნეს.”- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მერიამ გაავრცელა.





