ახალი ამბები

გიორგი თევდორაძე: ქუთაისში “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი ცემეს

17 აპრილი, 2013 • • 954
გიორგი თევდორაძე: ქუთაისში “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი ცემეს

თევდორაძის თქმით, ირაკლი გვალია უცნობმა პირებმა ხელკეტებით სცემეს:

 

“წუხელ, 12 საათზე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა ყოფილი სასტუმრო “თბილისის” წინ ირაკლი გვალია სცემეს. მანქანა გაჩერდა, გადმოვიდნენ, ერთმა უკნიდან ხელი კრა, წააქცია და ხელკეტი დაარტყეს, წასვლის წინ კი მიაძახეს, კიდევ წახვალ 19 აპრილს აქციაზეაო?”

თევდორაძე ასევე აცხადებს, რომ ზეწოლა ხორციელდება სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებზეც. კერძოდ, ის ამტკიცებს, რომ მძღოლებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები ემუქრებიან:

 

“უკვე რამდენიმე დღეა, ფაქტობრივად, შეუძლებელია დაიქირავო სატრანსპორტო საშუალება, რომელიც 19 აპრილის აქციაზე მოქალაქეების გადასაყვანადაა საჭირო. ჩვენს პარტიაში მოდიან მძღოლები და გვეუბნებიან, რომ უშიშროებამ მათ ჩამოურა და მართვის მოწმობის სამუდამოდ ჩამორთმევით ემუქრებიან. ჩვენი ვარაუდით ქუთაისიდან დაახლოებით 1500 კაცი აპირებს აქციაზე წამოსვლას, ამისთვის კი ტრანსპორტია საჭირო.”

 

ირაკლი გვალიამ ქალაქის მთავარ სამმართველოში უკვე შეიტანა განცხადება აღნიშნული ინციდენტის გამოძიების მოთხოვნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი