ახალი ამბები

იპოთეკარების აქცია პარლამენტთან

17 აპრილი, 2013 • • 1209
იპოთეკარების აქცია პარლამენტთან

იპოთეკური სესხებით დაზარალებული მოქალაქეები ხელისუფლებისგან გამოსახლებების დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვენ.

 

საპროტესტო აქციის ინიციატორი პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის წარმომადგენლები არიან. პარტიის იმერეთის ოფისის თავმჯდომარის თქმით, საჭიროა სწრაფი რეაგირება, თორემ კიდევ ბევრი ოჯახი დარჩება უსახლკაროდ:

„აუცილებელია გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხების გაცემა. ხელისუფლებას მოვუწოდებ იმოქმედონ ისე, რომ ამ ადამიანებმა სახლები არ დაკარგონ და არც საბანკო სექტორი გაკოტრდეს“. 

 

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, უახლოეს დღეებში უფრო ფართომასშტაბიან აქციას გამართავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი