“თუ ტრაქტორისტად არავინ არ ამიყვანს და ეჭვი მაქვს, რომ არავინ არ ამიყვანს… მე მქონდა შემოთავაზება და ახლაც მაქვს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან სერიოზულ თანამდებობზე, მაგრამ ჩემი გული და ჩემი სული არის საქართველოში”, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, “სანამ საქართველო არ იქნება ბოლომდე თავისუფალი, სანამ საქართველო არის ოკუპირებული და სანამ საქართველო ბოლომდე არ არის ჩაბეტონებული ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში”, ის პოლიტიკური ბრძოლიდან არ გავა.
სააკაშვილის განცხადებით, დღეს არის ეგზისტენციალური საფრთხე საქართველოში და იგი მზადაა გახდეს არსებული მთავრობის კონსულტანტი:
“მე დიდი სიამოვნებით ვიქნები მათი უფასო კონსულტანტი, სიამოვნებით ვიქნები პრემიერ-მინისტრის კონსულტანტიც, ახალი პრეზიდენტის კონსულტანტიც, ეს იქნება ჩემი ყველაზე დიდი ჯილდო”.
