ახალი ამბები

სააკაშვილი: მე არ მქონია დათა ახალაიასთან კომუნიკაცია

16 აპრილი, 2013 • • 943
სააკაშვილი: მე არ მქონია დათა ახალაიასთან კომუნიკაცია

“რუსთავი 2″–ის გადაცემა “პოზიციაში” მან განაცხადა, რომ დათა ახალაია არის თავისუფალი ადამინი და გადაწყვეტილებას თავად მიიღებს. 

 

“არ მჭირდება ამ თემებზე ზედმეტი კომენტირება. “ნაცმოძრაობა” ეს არ არის პიროვნულ ურთიერთობაზე აგებული პოლიტიკური გაერთიანება. ადამიანები მიდიან, მოდიან, წასულან კიდეც და ეს მოხდება მომავალშიც.”

 

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” ეს არის შეკრული ჯგუფი, ეფუძნება პრინციპებს, ეს ერთობაა და არა მაფიოზურ ფულზე დახარბებული ჯგუფი. მე არ მქონია დათა ახალაიასთან კომუნიკაცია. სულ  ორჯერ–სამჯერ მყავს ნანახი, ის აქტივისტი არასოდეს არ ყოფილა. რაც შეეხება მის ძმას, ბაჩო ახალაიას, არ ვიყავი ინფორმირებული, რომ ბრუნდებოდა საქართველოში, ის თავისუფალი ადამიანია და თავად მიიღებს გადაწყვეტილებას”.

 

სოციალურ ქსელ facebook-ზე დათა ახალაიას მიმართვა  15 აპრილს გავრცელდა, სადაც ციხის კადრების შექმნას, არჩევნებში დამარცხებასა და ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ლაფანყურის ოპერაციის დაგეგმვას ვანო მერაბიშვილს უკავშირებს:

 

“აგერ უკვე მეშვიდე თვეა სამშობლოდან გადახვეწილი ვაკვირდები ქვეყანაში მიმდინარე მტკივნეულ პროცესებს. ვფიქრობ, ვაანალიზებ წარსულს და სულ უფრო მიმყარდება რწმენა იმისა, რომ საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ერთი კაცია, – კაცი, რომელმაც ჩვენთან – ჩემთან და ჩემს ძმასთან – ბრძოლას გადააყოლა ხელისუფლება და ქვეყანა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი