როგორც კბილაშილმა დღეს მთავარ პროკურატურაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პატიმრები და ციხის ათეულობით თანამშრომელი თავის ჩვენებებში ადასტურებენ, რომ გასული წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა სისტემურ დანაშაულს და პატიმრებზე ზემოქმედების მიზნით გამოიყენებოდა არაადამიანურ მოპყრობის მეთოდები.

 

კბილაშვილი ამბობს, რომ გამოძიების პროცესში შესაძლოა დაკითხვაზე სასჯელაღსულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ყოფილი მინისტრი ხათუნა კალმახელიძეც დაიბარონ. მთავარი პროკურორის თქმით, მისი უწყება მუშაობს იმაზე, რომ ციხეებში განვითარებულ მოვლენებს სამართლებრივი შეფასება მისცეს და ამ მიზნით სათანამშრომლოდ გერმანელ ექსპერტ–სამართალმცოდენს იწვევს, ამ ქვეყნის იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე.


“გერმანელებს კარგი გამოცდილება აქვთ ამ მხრივ… გაერთიანდა რა ორი გერმანია, აღმოსავლეთ გერმანიაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები იქნა შესწავლილი და ამ მხრივ დიდი გამოცდილება დაუგროვდათ. ამ ექსპერტის ცოდნა დაგვეხმარება, სწორი შეფასება მივცეთ ამ მოვლენებს”, – განაცხადა მან.


გერმანელი ექსპერტი საქართველოს, სავარაუდოდ, ახლო მომავალში ეწვევა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *