მიწისძვრის ეპიცენტრი ირან–პაკისტანის საზღვართან ახლოს დაფიქსირდა, ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები კი ირანის გარდა იგრძნობოდა ავღანეთში, პაკისტანში, ინდოეთში, ყატარსა და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებში.

 

“ალ ჯაზირას” ცნობით, ძლიერი ბიძგების გამო დუბაისა და დოჰაში რამდენიმე წუთში მოხდა ხალხის ევაკუაცია ცათამბჯენებიდან, მათ შორის მსოფლიოში ყველაზე მაღალ “ბურჯ ხალიფადან”, რომლის სიმაღლეც 828 მეტრია.  

 

ირანში ძლიერი მიწისძვრა 10 აპრილსაც მოხდა. მაშინ 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგებს 37 ადამიანი ემსხვერპლა, 850 კი დაშავდა.

 

“როიტერი” ირანის მთავრობის ანონიმურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ხელისუფლების ვარაუდით, გარდაცვლილთა რაოდენობა ასეულებს გადააჭარბებს, რადგან მსგავსი სიმძლავრის მიწისძვრა 40 წელია ირანში არ მომხდარა.

 

აღნიშნულ მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა პაკისტანში, თუმცა გარდაცვლილთა რაოდენობა ოფიციალურად ჯერ არ სახელდება. პაკისტანის სახელმწიფო რადიოს ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს ირანში ორი ქალაქია – ხაში და სარავანი, რომელთა მოსახლეობის საერთო რაოდენობა 400 ათასამდეა.

ევაკუაცია დუბაიში მიწისძვრის შემდეგ
ევაკუაცია დუბაიში მიწისძვრის შემდეგ

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *