“ძალიან მაგონებს ეს ოქრუაშვილის ბალადას. ახალი არაფერი არ ეწერა ისეთი, რაც ამ 7 თვის განმავლობაში ან გაზეთებში ან ტელევიზიით არ ყოფილა, ამიტომ შინაარსზე საუბარი ზედმეტად მიმაჩნია, იმდენად აბსურდული რამეა. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ხუხაშვილის გუშინდელი გამოსარჩლება, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ რაღაც ორკესტრირებულ მოქმედებას აქვს ადგილი. ეს მხოლოდ ერთადერთი რამით იხსნება, რომ ისე ეშინია ამ ხელისუფლებას 19 აპრილის აქციის, ცოტა, მე მგონი, ეპარებათ კიდეც. რაც შეეხება ახალაიას, მან ან უნდა დაადასტუროს, ან ჩამოვიდეს და რაც უნდა, ის მოუყოლია, ეს მისი საქმეა. ძალიან გავს ეს ოქრუაშვილის ეპოპეას. კვლავ ვიმეორებ, ახალაიას თანამშრომლების 80%, თუ მეტი არა, ისევ იმ ადგილებზე ზის და ახლა უკვე ნამდვილად პოლიტიკური ოპონენტების დევნით არიან დაკავებული. ასე რომ, ამ ბრძოლაში, რომელშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, ბევრს ნერვებმაც შეიძლება უმტყუნოს, ბევრი რაღაც გარიგებაშიც შეიძლება შევიდეს, ძალიან დასანანია, თუ ეს დადასტურდა რომ ასე იქნება, მაგრამ საბოლოო ჯამში ცხადია, რომ ეს ყველაფერი 19 აპრილს უკავშირდება. 19 აპრილამდე 5 დღეა, მგონი, დარჩენილი და კიდევ ბევრი ხუხაშვილის თავში მოხარშული ავადმყოფობა იხილოს საზოგადოებამ”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
უგულავა ახალაიას განცხადებას 19 აპრილს უკავშირებს
-
24.09.2026
პროკურატურა გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმის შესწავლას მამის ჩართულობით გააგრძელებს
-
24.09.2026
დიტო სამხარაძის მამას რეგიონებში გამართულ კონცერტებში 133 500 ლარი გადაუხადეს
-
24.09.2026
ერთ წელში საქართველოში ბენზინი ₾0.95-ით, დიზელი კი ₾1.80-ით გაძვირდა
-
24.09.2026
მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას თეთრ სახლში ჟურნალისტების კვლავ დაშვება დაავალა
-
24.09.2026
ქუთაისელმა მოსამართლემ საკონსტიტუციოში გაასაჩივრა ჩინოვნიკების შეურაცხყოფის მუხლი
-
24.09.2026
აფხაზებისთვის რუსეთის მოქალაქეობის დოკუმენტების მიღების ტემპი 5-ჯერ გაიზრდება
