“ძალიან მაგონებს ეს ოქრუაშვილის ბალადას. ახალი არაფერი არ ეწერა ისეთი, რაც ამ 7 თვის განმავლობაში ან გაზეთებში ან ტელევიზიით არ ყოფილა, ამიტომ შინაარსზე საუბარი ზედმეტად მიმაჩნია, იმდენად აბსურდული რამეა. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ხუხაშვილის გუშინდელი გამოსარჩლება, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ რაღაც ორკესტრირებულ მოქმედებას აქვს ადგილი. ეს მხოლოდ ერთადერთი რამით იხსნება, რომ ისე ეშინია ამ ხელისუფლებას 19 აპრილის აქციის, ცოტა, მე მგონი, ეპარებათ კიდეც. რაც შეეხება ახალაიას, მან ან უნდა დაადასტუროს, ან ჩამოვიდეს და რაც უნდა, ის მოუყოლია, ეს მისი საქმეა. ძალიან გავს ეს ოქრუაშვილის ეპოპეას. კვლავ ვიმეორებ, ახალაიას თანამშრომლების 80%, თუ მეტი არა, ისევ იმ ადგილებზე ზის და ახლა უკვე ნამდვილად პოლიტიკური ოპონენტების დევნით არიან დაკავებული. ასე რომ, ამ ბრძოლაში, რომელშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, ბევრს ნერვებმაც შეიძლება უმტყუნოს, ბევრი რაღაც გარიგებაშიც შეიძლება შევიდეს, ძალიან დასანანია, თუ ეს დადასტურდა რომ ასე იქნება, მაგრამ საბოლოო ჯამში ცხადია, რომ ეს ყველაფერი 19 აპრილს უკავშირდება. 19 აპრილამდე 5 დღეა, მგონი, დარჩენილი და კიდევ ბევრი ხუხაშვილის თავში მოხარშული ავადმყოფობა იხილოს საზოგადოებამ”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
უგულავა ახალაიას განცხადებას 19 აპრილს უკავშირებს
-
10.11.2026
აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის სამმხრივი შეხვედრა შედგა
-
10.11.2026
სად არის მმართველი პარტიის პასუხისმგებლობა და სად სახელმწიფოს? – როინიშვილის კითხვა „ოცნებას“
-
10.11.2026
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
-
10.11.2026
მასწავლებელს, რომელიც ბავშვზე სექსუალურად ძალადობა აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა – „საფარი“
-
10.11.2026
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
-
10.11.2026
საკონსტიტუციომ ოპოზიციის კიდევ ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
