ახალი ამბები

სახალხო დამცველმა სტუდენტებთან წლიურ ანგარიშზე ისაუბრა

16 აპრილი, 2013 • • 1326
სახალხო დამცველმა სტუდენტებთან წლიურ ანგარიშზე ისაუბრა

“ვისაუბრეთ წლიურ ანგარიშზე, რომელიც უკვე წარდგენილია პარლამენტში. ზოგადად არსებულ სტუაციაზე ვისაუბრეთ, თუ რა მდგომარეობაა უფლებადაცვითი კუთხით და მათ კითხვებს ვუპასუხე,” – განაცხადა ნანუაშვილმა.

 

უნივერსიტეტის რექტორის  გიორგი ღავთაძის თქმით, მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია:

 

“სტუდენტებისთვის, ისევე როგორც ადმინისტრაციისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრა, ვინაიდან  უშუალოდ პირველი პირებიდან ვღებულობთ პასუხებს. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი სტუდენტები ასე აქტიურობენ. დარბაზი სავსეა, როგორც ხედავთ, და ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ ასეთი შეხვედრების გამართვას.”

 

უნივერსტეტის სტუდენტი ალიმ ხერხაძე მიიჩნევს, რომ შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო:

 

“თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ერთ-ერთი ისტორიული შეხვედრა ჩვენი უნივერსიტეტის კედლებში. ჩვენ გვქონდა საშაუალება, დაგვესვა კითხვები სხვადასხვა პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე და სახალხო დამცველისგან მივიღეთ ამომწურავი პასუხები.”

 

ამ წუთებში უჩა ნანუაშვილი სახალხო დამცველის იმერეთის ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ანალოგიურ შეხვედრას მართავს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი