ოფიციალური უწყება რუსეთის ფედერაციაში ბრენდის რეგისტრაციის შესახებ კომპანია IDS Borjomi International – მა „როსპოტრებნადზორისგან” მიიღო:

„ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ „ბორჯომის“ ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში უახლოეს პერიოდში აღდგება. რეგისტრაცია, რომელიც ბრენდმა წარმატებით გაიარა, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ „ბორჯომი“ უმაღლესი ხარისხის მინერალური წყალია. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ არსებულ ბაზარზე უამრავი ადამიანი ელოდება ამ პროდუქტის დაბრუნებას, რაც თავისთავად ბრენდის განვითარების დიდ პერსპექტივებს აჩენს“ – აცხადებს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს გენერალური დირექტორი ზაზა კიკვაძე.
ბრენდის რუსეთის გადაზიდვებს IDS Borjomi International – ის რუსეთის ქვედანაყოფი IDS Borjomi Russia განახორციელებს.
