ახალი ამბები

ბესელია: ვეტოების ასე გაუფასურებით გამოყენება აკნინებს მას, ვინც ასეთ ვეტოებს იყენებს

24 ივლისი, 2017 • 1643
ბესელია: ვეტოების ასე გაუფასურებით გამოყენება აკნინებს მას, ვინც ასეთ ვეტოებს იყენებს

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ვეტოს ხშირად გამოყენება თავად პრეზიდენტს აკნინებს.

20 ივლისს გიორგი მარგელაშვილმა ვეტოს უფლება გამოიყენა და თვითმმართველობის კანონპროექტს, ასევე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, ვეტო დაადო. ეს კანონპროექტები მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტში დაბრუნდება.

ვეტოსთან დაკავშირებით განცხადება ეკა ბესელიამ დღეს, 24 ივლისს, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. ბიუროს დღეს გამართულ სხდომაზე ვეტოს საკითხის შესახებ იმსჯელეს და პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების შესახებ საპარლამენტო მდივანს, ანა დოლიძეს მოუსმინეს.

“ვეტო არ არის არც განსჯის, არც დაფიქრების, არც გამოწვევების პოლიტიკური იარაღი. ვეტო არის ის სამართლებრივი და პოლიტიკური ბერკეტი, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს იშვიათ შემთვხვევაში და მაშინ, როდესაც კონსტიტუციასთან შეუსაბამო რაიმე ისეთი გადაწყვეტილება ხდება, რომლიც მართლაც იწვევს ასეთი უკიდურესი შემაკავებელი მექანიზმის  გამოყენებას. ის, რომ ვეტოს გამო  კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ პოლიტიკოსები და პარლამენტი, უკაცრავად, ეს პარლამენტია, ეს არის საკანონმდებლო ორგანო, წარმომადგენლობითი ორგანო და პარალმენტი იღებს გადაწყვეტილებებს, რაც მიაჩნია, რომ არის ხალხის წარმოამდგენლობითი ფუნქციიდან გამომდინარე. ვეტოების ასე გაუფასურებით გამოყენება, ეს მხოლოდ აკნინებს მისი მანდატის შინაარსსაც და მასაც, ვინც ასეთ ვეტოებს იყენებს,”- განაცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი