საკრებულო ხულოს გამგებლად პედაგოგ გურამ ხოზრევანიძის დანიშვნას გეგმავს. საკრებულოს თავმჯდომარის ნოდარ თავართქილაძის თქმით, ამ ეტაპზე საკრებულოში მხოლოდ მისი განცხადებაა შესული.

 

გურამ ხოზრევანიძე არჩევნების დროს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო ხულოში.

 

ცოტა ხნის წინ დავით ჭელიძე ამბობდა, რომ ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებდა. ის ახლაც გამორიცხავს ყოველგვარ ზეწოლას.

 

განიხილება თუ არა დავით ჭელიძის კანდიდატურა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ? – აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ირაკლი ჭეიშვილის თქმით, „ერთ კვირაში გადაწყდება რა თანამდებობაზე დანიშნავენ ხულოს ყოფილ გამგებელს: „ჩამოყალიბებული ჯერ არ ვართ“. 

 

დღეს ხულოში აქციაც იმართება. სხვადასხვა შეტყობინების თანახმად, აქციის ერთ-ერთი მოთხოვნა მინდია ყურშუბაძის გადაყენებაა. მინდია ყურშუბაძე წინა ხელისუფლების პირობებში კუდის უფროსად მუშაობდა. ამჟამად ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი და მაღალი თანამდებობის პირია („ბათუმელებმა“ შს სამინისტროს პრესსამსახურში ჯერჯერობით ვერ დაადგინა, მინდია ყურშუბაძის თანამდებობის ზუსტი ფორმულირება).

 

ხულოში მცხოვრები მოსახლეობის ერთი ჯგუფის ინფორმაციით, წინა ხელისუფლების დროს მინდია ყურშუბაძე განსაკუთრებული აგრესიით სდევნიდა განსხვავებულ, ოპოზიციურ აზრს. თავად მინდია ყურშუბაძე სისულელეს უწოდეს ამ ინფორმაციას.

 

შს სამინისტროს პრესსამსახურმა უარი განაცხადა პასუხი გაეცა კითხვაზე – რამდენად შესწავლილია, დევნიდა მინდია ყურშუბაძე განსხვავებულ აზრს თუ არა. ამ საკითხზე შს სამინისტროს პრესსამსახურის პასუხი ასეთია: „მოქალაქეს თუ აქვს პრეტენზია ამ ადამიანის მიმართ, შეუძლია მიმართოს შესაბამის ორგანოებს“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *