ახალი ამბები

აბასთუმანში მოზარდს მანქანა ტროტუარზე დაეჯახა

22 ივლისი, 2017 • 2474
აბასთუმანში მოზარდს მანქანა ტროტუარზე დაეჯახა

დღეს, 22 ივლისს, საღამოს აბასთუმანში 17 წლის მოზარდს ავტომობილი დაეჯახა.

შსს-ს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 17 წლის მოზარდის გარდა დაშავდა 12 წლის შშმ ბავშვიც, რომელიც 17 წლის მოზარდს მოჰყავდა ეტლით. ეტლით მოსარგებლე ბავშვს მანქანა არ დასჯახებია, თუმცა იმის გამო, რომ 17 წლის მოზარდს დაჯახება თავიდან აეცილებინა, მან ეტლი სხვა მიმართულებით გააგორა, რა დროსაც შშმ ბავშვმა დაზიანება მიიღო. პოლიციის ცნობით, 17 წლის მოზარდს მსუბუქი დაზიანება აქვს მიღებული.

სასწრაფო სამედიცნო სამსახურის ბრიგადა ახალციხიდან ნახევარი საათის შემდეგ ჩავიდა, მოზარდი ახალციხეში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება არის დაწყებული სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

აღნიშნული კანონის დარღვევა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი