ახალი ამბები

რუსეთის ტერიტორიაზე დაკარგული მწყემსი საქართველოში დააბრუნეს

22 ივლისი, 2017 • 2294
რუსეთის ტერიტორიაზე დაკარგული მწყემსი საქართველოში დააბრუნეს

18 ივლისს დაკარგული მწყემსი, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, საქართველოში დააბრუნეს.

შსს-ს ცნობით, 21 ივლისს რუსმა მესაზღვრეებმა ქართველი მწყემსი საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ბლოკ-საგუშაგო „ვებოს“ დასაცავ მონაკვეთზე ქართულ მხარეს გადასცეს, მწყემსი სასაზღვრო პოლიციის შვეულმფრენის საშუალებით უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

პოლიციის ცნობით, 19 ივლისს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სასაზღვრო სექტორ „შილდას“ დაუკავშირდა მწყემსი და აცნობა, რომ 18 ივლისს, შებინდებისას, საძოვრიდან მხოლოდ ცხვრის ფარა დაბრუნდა, ხოლო მისი ნაცნობი მწყემსი ზურაბ ჩახტაური გაუჩინარდა.

პოლიციის ცნობით, წინასაგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში გაირკვა, რომ იგი, სავარაუდოდ, რუსმა მესაზღვრეებმა რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაღესტნის მხარეს, სასაზღვრო ზოლის დარღვევის გამო დააკავეს.

პოლიციის ინფორმაციით, ზურაბ ჩახტაურს სასაზღვრო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხვრის ძოვების უფლება და სპეციალური საშვი ჰქონდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი