მოსახლეობის 96%–მა ამის შესახებ იცის. აქედან 49%–სთვის ციხიდან პატიმრების გათავისუფლება მისაღებია, ხოლო 37% მიიჩნევს, რომ ეს საზოგადოებაზე უარყოფით გავლენას იქონიებს.
მათგან, ვინც პატიმრების გათავისუფლებას ეთანხმება 26% მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი იყო სამართლიანობის აღდგენა, ასევე 26%–ს ჯერა, რომ ეს ადამიანები უდანაშაულონი იყვნენ. ხოლო მათგან, ვინც უარყოფითად აფასებს ამ ფაქტს, 87% თვლის, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანაში დანაშაულოს დონე გაიზრდება.
ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა(NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარმოადგინა, რომელიც 2013 წლის 13–27 მარტის პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/– 2.5%–ია.
