ახალი ამბები

მასობრივი პროტესტი მოლდოვაში პროპორციულიდან შერეულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გამო

20 ივლისი, 2017 • 2556
მასობრივი პროტესტი მოლდოვაში პროპორციულიდან შერეულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გამო

მოლდოვის პარლამენტში 74-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი პროპორციულიდან შერეულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. დილიდან კი კიშინიოვში, პარლამენტის შენობის წინ აქციას მართავს ორი ჯგუფი:

არასაპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოვიდნენ შერეული საარჩევნო სისტემის წინააღმდეგ და მეორე ჯგუფი, რომელიც ემხრობა შერეულ საარჩევნო სისტემას. პარლამენტის შენობასთან ასობით პოლიციელია მობილიზებული.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შერეული საარჩევნო სისტემის მოწინააღმდეგეები სკანდირებენ: “ძირს პლახოტნიუკი” (მოლდოვის პარლამენტის ვიცესპიკერი), “ძირს მაფია!”

ყოფილი პრეზიდენტის, კომუნისტური პარტიის ლიდერის, ვლადიმერ ვორონინის თქმით, ეს კანონი აუცილებლად იქნება მხარდაჭერილი და მიღებული ახლანდელი პრეზიდენტის, იგორ დოდონის მიერ, რადგან იგი სწორეს მისი ყოფილი პარტიის, “სოციალისტების” მიერ იყო შეთავაზებული.

დოდონის კონკურენტმა მოლდოვის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მაია სანდუმ მოუწოდა მოსახლეობას, რომ მივიდნენ 21 ივლისს, 12:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ, რათა გააპროტესტონ აღნიშნული კანონი.

პროტესტი მოლდოვაში საარჩევნო სისტემის ცვლილების გამო. 20.07.2017. ფოტო: EPA/DUMITRU DORU

პროტესტი მოლდოვაში საარჩევნო სისტემის ცვლილების გამო. 20.07.2017. ფოტო: EPA/DUMITRU DORU

აქციის მონაწილეებისგან პარლამენტის შენობას კიშინიოვში იცავს პოლიცია. 20.07.2017. ფოტო: EPA/DUMITRU DORU

მასალების გადაბეჭდვის წესი