ახალი ამბები

ბურჯანაძე: ნაციონალებზე მეტად პრეტენზია ახალ ხელისუფლებასთან მაქვს

15 აპრილი, 2013 • 908
ბურჯანაძე: ნაციონალებზე მეტად პრეტენზია ახალ ხელისუფლებასთან მაქვს

ბურჯანაძის თქმით, მას ამ ეტაპზე ყოფილ ხელსუფლებაზე –ერთიანი ნაციონალურ მოძრაობაზე მეტად პრეტენზია ახალ ხელისუფლებასთან აქვს. 

 

მისივე თქმით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 19 აპრილის აქციის დაკანონებას ვერ გაბედავდა, “ახალ ხელისუფლებას ნახევარნაბიჯების ნაცვლად ეფექტური ნაბიჯები რომ გადაედგა”.

 

“რიგი დანაშაულების გამოძიება რთული არ არის. გამოძიება რომ ჩატარებულიყო და უფრო მკვეთრი პოლიტიკური შეფასებები რომ გაკეთებულიყო, 19 აპრილი არ იქნებოდა,”- აცხადებს ის.

 

ბურჯანაძე ხელისუფლებას გაბედული და სრულყოფილი ნაბიჯების გადადგმას მოუწოდებს.

 

ნინო ბურჯანაძემ დღეს, 15 აპრილს მარგარეტ ტეტჩერის ხსოვნას ბრიტანეთის საელჩოში პატივი მიაგო. 

 

ნინო ბურჯანაძე მაისის აქციებზე
ნინო ბურჯანაძე მაისის აქციებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი