ახალი ამბები

ივანიშვილი გერმანიაშია

15 აპრილი, 2013 • 866
ივანიშვილი გერმანიაშია

დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, ასევე შედიან: პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და პარლამენტის წევრი თინა ხიდაშელი.

 

კონფერენციაში მონაწილეობენ: გერმანიის მარშალის ფონდის დირექტორი ქრეიგ კენედი, ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბოლდტი, ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკიევიჩი, ლატვიის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი, ლატვიის სეიმის ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ვალდას ზატლერსი, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში ტომას მელია, USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის ასისტენტი ჰეიჯ ალექსანდერი, ლატვიის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკური მრჩეველი იევა კუპჩე, უსაფრთხოებისა და განვითარების ინსტიტუტის დირექტორი სვანტე კორნელი და “კოპენ ჯგუფის” ვიცე-პრეზიდენტი დანიელ ფატა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი