“განცხადებაში გამოთქმულია პრეტენზია, რომ ცესკომ 2013 წლის შუალედურ არჩევნებზე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის არჩევის წესი კანონის არსისა და მისი სულისკვეთების საწინააღმდეგოდ განმარტა. საარჩევნო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ცესკოს კანონით მინიჭებული აქვს პროცედურების დაზუსტების და არა კანონის მუხლების განმარტების უფლებამოსილება. მსგავს საკითხებზე გამოთქმული კომპეტენტური მოსაზრებები უნდა ეფუძნებოდეს კანონის უზენაესობის პრინციპს და არა პოლიტიკურ მიზანშეწონილობას”– ნათქვამია “ცესკოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ და სხვა საკითხების განხილველად  16 აპრილს, 18.00 საათზე, ცესკოში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებს  საჯარო დისკუსიაზე – ”სამოქალაქო სექტორის როლი საარჩევნო პროცესში” იწვევს. 

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *