ახალი ამბები

ჰამერბერგი: მთავრობამ დაადასტურა, რომ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევა არ მოხდება

14 აპრილი, 2013 • • 893
ჰამერბერგი: მთავრობამ დაადასტურა, რომ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევა არ მოხდება

“არაერთი შეხვედრა მქონდა თეა წულუკიანთან, კოტე კუბლაშვილთან და მინდა აღვნიშნო, რომ სახეზეა აშკარა პროგრესი, მთავრობამ დაადასტურა, რომ მართლმსაჯულების განხორციელებაში პოლიტიკური ჩარევა არ მოხდება. რაც შეეხება კანონს საერთო სასამართლოების შესახებ, ის საგრძნობლად გაუმჯობესებულია და მოსამართლეთა კორპუსს მეტ ძალაუფლებას მიანიჭებს. ეს კანონი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ ეწინააღმდეგება”– განაცხადა ჰამერბერგმა. 

 

შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს პარლამენტმა “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში ცვლილებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა საპარლამენტო უმცირესობამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი