ახალი ამბები

დავითაშვილი: აგვისტოს ომის გამოძიების შეჩერების მოთხოვნას შევუერთდები

14 აპრილი, 2013 • • 1248
დავითაშვილი:  აგვისტოს ომის გამოძიების შეჩერების მოთხოვნას შევუერთდები

“სააკაშვილის პროკურორმა დაიწყო ამ საქმის გამოძიება, კბილაშვილი უბრალოდ აგრძელებს, რომ არ გააგრძელოს და შეაჩეროს გამოძიება, რასაც დაჟინებით ითხოვს ბატონი სააკაშვილი, მაშინ გამოძიებას დაიწყებს ჰააგის ტრიბუნალი, თუ ბატონი მიხეილ სააკაშვილი და “ნაციონლური მოძრაობა” კიდევ ერთხელ, დაჟინებით მოითხხოვს  ამ გამოძიების შეჩერებას, მე შევუერთდები ამ მოთხოვნას და მოვითხოვ ამ გამოძიების შეჩერებას და მერე დაიწყებს ჰააგის ტრიბუნალი და მერე სააკაშვილის საქმე იქნება ცუდად, მაგრამ ქვეყნის საქმეც იქნება ცუდად. საქმე არის  სრულიად საპირისპიროდ იმისა, რასაც ამბობენ და იმდენად გაიხლართნენ საკუთარ ტყუილებში, რომ ქვეყანაც ფეხებზე კიდიათ და საკუთარ თავსაც აყენებენ საფრთხეში”.– განუცხადა ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ს დავითაშვილმა. 

 

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს: იუსტიცის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა, პრემიერ–მინისტრმა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა:

 

იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველოს ვალდებულებაა აგვისტოს ომის საქმე საერთაშორისო ტრიბუნალის განსახილველი არ გახადოს:

 

 “ჰააგის სასამართლოში არის შესული პროკურორთან არაერთი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ჩივიან მოქალაქეები, ჩივიან არასამთავრობო ორგანიზაციები სხვადასხვა ქვეყნიდან და ამბობენ, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, რომ აგვისტოს ომის დროს სხვადასხვა პირებმა- სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის და სხვადასხვა თანამდებობის- ჩაიდინეს სავარაუდოდ ან კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ან სხვა ის დანაშაული, რომელიც შეიძლება ომის დანაშაულად კვალიფიცირდებოდეს. ჩვენი ვალდებულებაა, არ გავხადოთ ეს საქმე საერთაშორისო ტრიბუნალის განსახილველი და ჩვენს პრობლემებს ჩვენ თვითონ მოვუაროთ იმ ვალდებულებების ფარგლებში, რომელიც გვაქვს”, – განაცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

 


წულუკიანმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით პრეზიდენტის დაკითხვის აუცილებლობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, შესაძლოა დაკითხვის მომენტში სააკაშვილი პრეზიდენტი აღარ იყოს, თუმცა უნდა დაიკითხოს ისიც და და მასთან ერთად ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი, მიუხედავად მოქალაქეობისა და ეთნიკური წარმოშობისა. 

 

მთავრობის წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი:

 

„მე არ ვითანამშრომლებ ამ ანტისახელმწიფოებრივ გამოძიებასთან, რომლის საბოლოო მიზანი არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის შერყევა და პირდაპირ არის მიმართული ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ!“ 

 

სააკაშვილის თქმით, 2008 წლიდან მოყოლებული არც ერთ ოფიციალურ პირს, გარდა რუსული ოფიციალური პირებისა და ჰუგო ჩავესისა, არასოდეს დაუდანაშაულებია საქართველო ომის ინიცირებაში, ომის გაჩაღებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი