თუ ბათუმში გამგზავრებას აპირებთ და ქალაქის ცენტრში ეძებთ კომფორტულ, მყუდრო ადგილს დასარჩენად, ჰოსტელი Greendoor-ი შესანიშნავი არჩევანია. ჰოსტელის უპირატესობაა:
[checklist]
- კარგი ადგილმდებარეობა
- კეთილგანწყობილი პერსონალი
- უფასო Wifi
- დაცული და მეგობრული გარემო
[/checklist]
Greendoor-ი ბათუმის ისტორიულ ცენტრში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარეობს და ბულვარიდან, ევროპის მოედნიდან და ზღვის სანაპიროდან ფეხით ხუთ წუთში შეგიძლიათ ჰოსტელში იყოთ.
ჰოსტელი ძველი, ისტორიული შენობის მეორე სართულზეა განთავსებული. სახლის მწვანე შესასვლელ კარს შეაღებთ, მოხატული სადარბაზოს კიბეს აივლით და Greendoor-ში აღმოჩნდებით, სადაც ყველა პირობაა კომფორტულად დასასვენებლად.
ჰოსტელში ორი დიდი საწოლი ოთახია, ფართო ფანჯრებით, ხის იატაკითა და ფერადი ინტერიერით. თითოეულ ოთახში 8 სტუმრის განთავსებაა შესაძლებელი.
Greendoor-ში ერთი ღამით დარჩენა ერთი ადამიანისთვის 40 ლარი ღირს.
ჰოსტელში არის ასევე ერთი იზოლირებული ნომერი ორი ადამიანისთვის, საერთო სამზარეულოთი და შხაპით. იზოლირებული ნომრის ფასი 90 ლარია.
ჰოსტელს აქვს სამზარეულოც, სადაც არის მაცივარი, ელექტროჩაიდანი, სენდვიჩის აპარატი, და მიკროტალღური ღუმელი. აქ შეგიძლიათ მოიმზადოთ სწრაფი საუზმე, წაიხემსოთ, დაისვენოთ, უყუროთ ტელევიზორს და დაუმეგობრდეთ ჰოსტელის სხვა სტუმრებს. ყავა და ჩაი Greendoor-ში უფასოდ შეგიძლიათ მიირთვათ.
ჰოსტელში ორი სააბაზანო და საპირფარეშოა. პირსახოცები და თეთრეული შედის საწოლის ღირებულებაში. აქვეა სარეცხის მანქანა, რომლითაც სარგებლობა იმ სტუმრებს შეუძლიათ, რომლებიც ორ დღეზე მეტ ხანს დარჩებიან ჰოსტელში.
მემედ აბაშიძის ქუჩა, სადაც Greendoor-ი მდებარეობს, იდეალური ადგილია ბათუმში დასარჩენად. რამდენიმე წუთის სავალ მანძილზე მდებარეობს სხვადასხვა ბანკი, კაფე-ბარები და სუპერმარკეტები. გარდა ამისა, ეს ბათუმის ერთ-ერთი უძველესი ქუჩაა, რომელსაც შენარჩუნებული აქვს ძველი ბათუმისათვის დამახასიათებელი არქიტექტურა და კარგი ადგილია სასეირნოდ. აქვეა ევროპის მოედანი და ბათუმის ძველი ბულვარი, სადაც ზაფხულში ხშირად იმართება სხვადასხვა გასართობი ღონისძიება.
მიუხედავად იმისა, რომ ჰოსტელი ქალაქის ცენტრში მდებარეობს, ეს ქუჩა ხმაურიანი არ არის და თქვენს მშვიდ ძილს არაფერი ემუქრება.
სისუფთავეს და ჰიგიენური ნორმების დაცვას ჰოსტელში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. „გრინდორს“ დღეში რამდენჯერმე ალაგებენ.
„გრინდორის“ პერსონალი კეთილგანწყობილია და მუდამ მზად არის დაგეხმაროთ თქვენთვის საჭირო ინფორმაციის მოძიებაში. ჰოსტელი 24 საათის განმავლობაში მუშაობს.
თუ სამაგიდო თამაშები მოგწონთ დასვენებისას, „გრინდორში“ დახვდებათ ნარდი, ჭადრაკი და კარტი.
კარგ დასვენებას გისურვებთ ბათუმში!
Greendoor გელით!