ახალი ამბები

შსს-ს ცნობით, ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

17 ივლისი, 2017 • 2889
შსს-ს ცნობით, ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

17 ივნისს უზნაძის ქუჩაზე 19 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული ერთი ადამიანი დააკავეს.  გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებული ქალაქ ფოთში დააკავეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბრალდებული მოკლული გოგონას ბიძაშვილია, რომელიც გაუჩინარებული იყო.

მეზობლების თქმით, მოკლული გოგონა აბაზანაში შიშველი იპოვნეს. მას ყელის არეში ჰქონდა მიყენებული ჭრილობა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აწარმოებს.

108-ე მუხლი განზრახ მკვლელობის მუხლია და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი