ახალი ამბები

საფრანგეთში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების პროცესი დაიწყო

10 აპრილი, 2013 •
საფრანგეთში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების პროცესი დაიწყო

“ლე ფიგაროს” ცნობით, სენატმა აღნიშნული კანონპროექტის მუხლი 1, რომელიც ერთსქესიანთა ადამიანებს ქორწინების უფლებას აძლევთ, 179 მომხრე დეპუტატით 157–ს წინააღმდეგ დაამტკიცა.


ფრანგული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული კანონპროექტის განხილვა შესაძლოა დროში გაიწელოს, რადგან იგი ერთსქესიანთა მიერ ბავშვის აყვანის და სხვა პროცედურებსაც შეიცავას. კანონპროექტის ყველა მუხლს ფრანგი კანონმდებლები კენჭს ცალ–ცალკე უყრიან. საბოლოო ჯამში, აღნიშნული კანონპროექტის კანონად ქცევის გადაწყვეტილებას პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ხელი ზაფხულში უნდა მოაწერს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსერვატორი ოპოზიციონერები კანონპროექტს ჩააგდებენ, ან ამ საკითხს რეფერენდუმზე გაიტანენ. ოლანდმა საპრეზიდენტო კამპანიის დროს არაერთხელ განაცხადა, რომ იგი ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას მხარს უჭერდა.


შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის მოსახლეობის ნაწილი ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას მხარს არ უჭერს და ამ მიზნით საპროტესტო დემონსტრაციებსაც მართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი