ახალი ამბები

პატრიარქის ქორეპისკოპოსის წერილი თურქეთის ელჩს იშხანზე

9 აპრილი, 2013 • 1219
პატრიარქის ქორეპისკოპოსის წერილი თურქეთის ელჩს იშხანზე

წერილში ნათქვამია, რომ მიტროპოლიტი, მცირე დელეგაციასთან ერთად, 7-8 აპრილს იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც მოინახულა ქართული ტაძრები და მონასტრები:

 

“სამწუხაროდ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში დაგვხვდა იშხანის მონასტერი, სადაც დაწყებულია ტაძრის გაწმენდითი სამუშაოები, გამოტანილია დიდი რაოდენობით მიწა და ქვები, რომლებიც გარეთ უწესრიგოდ არის მიმოფანტული. სამუშაოებს, სამწუხაროდ, არ ესწრებიან ქართველი არქეოლოგები და ხელოვნებათმცოდნეები, რაც ჩვენი სიტყვიერი შეთანხმებიდან გამომდინარე სრულიად მიუღებელია და ასევე გაუგებარი, რამ დააჩქარა სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება საბოლოო შეთანხმების მიღებამდე. 

 

ვიმედოვნებთ, გულისხმიერად მოეკიდებით აღნიშნულს და მიიღებთ ზომებს, რათა დროებით შეჩერდეს სამუშაოები და უზრუნველყოფილ იქნას ქართველი სპეციალისტების მონაწილეობა შემდგომ საქმიანობაში”, – ნათქვამია თურქეთის ელჩისადმი მიტროპოლიტის მიერ გაგაზავნილ წერილში.

 

ანალოგიური წერილებით პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა და კულტურის მინისტრებს.

 

იშხანში სარეაბილიტაციო სამუშაოების დროებით შეჩერება თურქეთის მხარისგან გუშინ ოფიციალურად მოითხოვა საქართველოს კულტურის სამინისტრომ. ქართველი სპეციალისტების ადგილზე ვიზიტი დაგეგმილია ხუთშაბათს, 11 აპრილს.

მასალების გადაბეჭდვის წესი