პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა და სამომავლო თანამშრომლობა იყო:
“შეხვედრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და სრულად უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციას. ორი ქვეყნის ლიდერებმა იმ მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილეს ყურადღება, რომლებსაც საქართველო და თურქეთი ერთობლივად ახორციელებს. საუბარი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებსაც შეეხო”, – ნათქვამია განცხადებაში, რომესაც პრეზიდენტის პრესსსამსახური ავრცელებს.
მიხეილ სააკაშვილსა და აბდულა გიულს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. შეხვედრის შემდეგ ჩანკაიას საპრეზიდენტო სასახლეში სამუშაო სადილიც გაიმართა, რომელსაც ორივე მხარის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში შაბათს, 6 აპრილს გაემგზავრა, თუმცა 7 პარილს ის ველოსიპედიდან ჩამოვარდა და მხრის სამმაგი მოტეხილობა დაუდგინდა სტამბულის კლინიკაში. ამის გამო, მისი ოფიციალური შეხვედრები, რომელიც ორშაბათისთვის იყო დაგეგმილი გადაიდო და დღეს განახლდა.
