ახალი ამბები

24 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან

9 აპრილი, 2013 • • 1730
24 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან

21 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული დემონსტრაცია საბჭოთა არმიამ ჩაახშო. 21 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

 

თბილისში გაფიცვები  და მიტინგები 1988 წელს დაიწყო.  

 

საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია 1989 წლის 4 აპრილს, როდესაც ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა თბილისში, მთავრობის სახლის წინ, რუსთაველის გამზირზე. მომიტინგეებმა, რომლებსაც ხელმძღვანელობდა დამოუკიდებლობის კომიტეტი, მშვიდობიანი დემონსტრაცია მოაწყვეს და შიმშილობა დაიწყეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით.

 

1989 წლის 9 აპრილს საქართველოში, თბილისში სამხედრო ძალის გამოყენება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინააღმდეგ პირველი ასეთი შემთხვევა გახდა და შემდგომ განმეორდა აზერბაიჯანსა და ლიტვაში.

 

1991 წელს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ  “საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი” მიიღო. 9 აპრილი კი გლოვის დღედ გამოცხადდა

მასალების გადაბეჭდვის წესი