გამოძიების ცნობით, ბრალდებულები მარნეულის რაიონის სოფლების სახელწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს თაღლითურად დაეუფლნენ:
“კერძოდ, აღნიშნულმა პირებმა საჯარო რეესტრში წარადგინეს უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ყალბი ცნობა. რის საფუძველზეც საჯარო რეესტრში გ. ჯულფაევმა გადაიფორმა 34 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, ხოლო მ. ნამაზოვმა- 40 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. ამის შემდეგ მათ თაღლითური გზით დაუფლებული მიწის ნაკვეთები ინდოეთის მოქალაქეებზე გაყიდეს, ჯულფაევმა- 88 000 აშშ დოლარად, ხოლო ნამაზოვმა- 15 000 ლარად”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
აღნიშნულ ფაქტებზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლის ვადით.
