არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი

ახვლედიანის შესახებ კომენტარი დღეს, მედიასთან საუბრის დროს იუსტიციის მინისტრმაც გააკეთა.

 

“მე არმაზ ახვლედიანს ძალიან დიდ პატივს ვცემ, ის ჩემს თვალში არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ორგანიზაციის შიგნით დისციპლინის დამყარება, კარგი მენეჯმენტი და ის ამ მხრივ არის უკომპრომისო. იმ ძალიან დიდ და ახალ პარტიას, რომელიც იყო გამარჯვების ლოკომოტივი წინა არჩევნებზე, სჭირდება ისეთი ადამიანი, რომელიც გათავისუფლებულია საპარლამენტო ვალდებულებებისგან და იმ დეპუტატებს, რომლებიც პარტიის ხელმძღვანელბი არიან, დაეხმარება, რომ მისი გამოცდილება მოახმარონ პარტიის გაძლიერებას. ბატონი არმაზი წლების მანძილზე იყო პოლიტიკური სწავლების სკოლის შესანიშნავი ხელმძღვანელი და ეს შეფასება მე არ მეკუთვნის, ეს შეფასება ეკუთვნის იმ უცხოელ ელჩებს, რომლებიც მასთან თანამშრომლობდნენ”, – განაცხადა წულუკიანმა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *